სპორტი

რაგბის და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატები შესაძლოა 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს

საინფორმაციო სააგენტო „ტელეგრაფის“ ცნობით, მსოფლიო რაგბის ასოციაცია, მთავარი საერთაშორისო ტურნირის, მსოფლიო თასის წესების გადახედვას და რეფორმირებას გეგმავს.

ბრიტანულ სააგენტოსთან მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან გილპინმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ხსენებულ პროცესში რადიკალურ ცვლილებებს არ გამორიცხავს.

ანალოგიური იდეა ფიფაშიც გაჩნდა. საფეხბურთო სამყაროში ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. უეფას პრეიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა მედიასთან განაცხადა, რომ თუ საფეხბურთო მუნდიალი 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ევროპული ლიგები მას ბოიკოტს გამოუცხადებენ. მაგალითად, ინგლისის ჩემპიონატის მესვეურები ამ იდეას ჩანასახშივე აკრიტიკებენ.

ამ დროისთვის მსოფლიო სარაგბო თასი 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ბოლო ტურნირს 2019 წელს იპონიამ უმასპინძლა. მომდევნო ჩემპიონტი 2023 წელს საფრანგეთში გაიმართება.

ბორჯღალსნები ჩემპიონატს 2003 წლიდან შეუერთდნენ და მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ უკვე 5 წელი იღებენ მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button