რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ragbi.jpg)
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება პროკურატურას, საგამოძიებო უწყება, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
როგორც თავად მორაგბე ჰყვება, ინციდენტის დროს ბესელია ნასვამი იყო.
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ramaz-xarazishvili-2.jpg)
რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს. ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინციდენტი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.