მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რამდენი ლარით იზრდება პენსია პირველი ივლისიდან

“შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წლის ზემოთ, პირველი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი.” — განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაზღვევის მექანიზმის შედეგად, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდისა.

“მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები. — არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლის პირობებშიც, ჩვენი თითოეული პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, 70 წლამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ — 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად ჩვენს პენსიონერებს შესთავაზოს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და ყველამ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციით, წელს დამატებით 58 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი ზონის სტატუსი. ჯამში, მაღალმთიანის სტატუსს 1 800 დასახლებული პუნქტი ატარებს. საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების საპენსიო სარგებელი კი, 300 ლარმდე გაიზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button