მნიშვნელოვანისპორტი

რამდენს შოულობდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა?

მან მოიგო მსოფლიო თასი 1986 წელს და იყო ერთ დროს “კოკა-კოლას” “პოსტერ ბიჭი”, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი გამდიდრებისკენ აღმავალი გზა.

დიეგო მარადონა ეჭვგარეშეა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელსაც პატივს სცემდა მთელი მსოფლიო, თავისი ფენომენალური უნარებისა და მშვიდი ხასიათის გამო.

მისმა საოცარმა ნიჭმა არგენტინა შთააგონა მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიიყვანა იგი და მსოფლიოს ისეთ კლუბებში, როგორიცა “ბოკა ხუნიორსი”, “ბარსელონა”, “სევილია” და “ნაპოლი”.

90-იანი წლების შუა პერიოდში, მარადონამ მწვრთნელის კარიერა დაიწყო. ის როგორც არგენტინაში, ასევე პარალელურად არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და მექსიკის კლუბებსაც მართავდა.

გაუგებარია, რამდენს შოულობს მარადონა “Gimnasia de La Plata”– ს მენეჯერად მუშაობის პერიოდში, რომელიც მოკლევადიანი გარიგება იყო 2019-20 წლების სეზონის დასრულებამდე.

თუმცა, სხვადასხვა დროს მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში, გამოცემა Record- მა განაცხადა, რომ არგენტინის ყოფილ მეთაურს თვეში 150,000 აშშ დოლარი გადაუხადეს, რაც ჯამში1,6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით იქნებოდა 11-თვიანი კონტრაქტის მანძილზე.

მარადონას მიმდინარე მაჩვენებლის გათვალისწინებით, მისი სახელფასო ფონდი ასე გამოიყურებოდა:

წამში $0.05
წუთში $3.40
საათში $205
დღეში $4,931
კვირაში $34,615
თვეში $150,000
წელიწადში $1.8m

გარდა ამ ჰონორარისა, სანამ “დორადოსის” ხელმძღვანელი გახდებოდა, იგი მუშაობდა FIFA-ს ელჩად 2018 წლის მსოფლიო თასზე რუსეთში და სამწლიანი კონტრაქტის ფურცლებზე ბელორუსის “დინამო ბრესტის” თავმჯდომარედ. ამასთან, მისი საქმიანობა ბელორუსში ხანმოკლე იყო, რადგან ის მექსიკაში გადავიდა.

მწვრთნელის ხელფასთან ერთად, მარადონა ასევე იღებდა შემოსავალს სხვადასხვა ბრენდების სარეკლამო გარიგებებიდან.

იგი მრავალი წელი იყო გერმანიის სპორტული ტანსაცმლის გიგანტის Puma– ს პარტნიორი, რომელმაც მასთან მუშაობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო.

მას პუმას ფეხბურთის ბუცები მსოფლიო თასის სამ ტურნირზე ეცვა, მათ შორის არგენტინაში 1986 წელს მექსიკაში და 1994 წლის მსოფლიო თასზე შეერთებულ შტატებში.

90-იანი წლების შუა პერიოდში, მარადონა რეკლამირებას უწევდა ასევე იაპონურ ბრენდს Mizuno- საც, მაგრამ მალევე დაუბრუნდა Puma- ს და მას შემდეგ აღარ გაუწყვეტია კონტრაქტი.

ისევე როგორც Puma– ს, მარადონას ჰქონდა დადებული შეთანხმებები კოკა-კოლასთან, ჰუბლოტთან და კონამთან (მათი Pro Evolution Soccer სერიალის ფარგლებში)

მარადონა განსაკუთრებით ცნობილი იყო საქველმოქმედო საქმიანობით, მან მონაწილეობა მიიღო არაერთ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში ისეთი ორგანიზაციების დასახმარებლად როგორიცაა UNICEF.

500,000 აშშ დოლარს სახით 2010 წელს მან დახმარება გაუწია ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციის ერთ-ერთი პარტნიორის, ჰუბლოტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

2013 წელს ფეხბურთის ლეგენდას აქტივები გაყინული ჰქონდა იტალიაში, რათა გადაეხადა მასიური საგადასახადო დავალიანებები. მედია წერდა, რომ მარადონას თითქმის 53 მილიონი აშშ დოლარის გადასახადი ვალი ჰქონდა, რაც გამომდინარეობდა მისი “ნაპოლიდან” 1984-91 წლებში თამაშობის წლებიდან.

იტალიელი ჩინოვნიკები მარადონასგან ფინანსების მოპოვებას ყველაზე არატრადიციული გზებით ცდილობდნენ: სასამართლოს განკარგულებით პოლიციამ ნება მიიღო ყველაფერი, რაც კი მის თვასაწიერში მოხვდებოდა მარადონას თვალსაწიერიდან. მათ შორის მას როლექსის საათები და საყურეებიც კი ჩამოარვეს რომლის საერთო ღირებულება 23.000 დოლარს არ აღემატებოდა.

როიტერის ინფორმაციით, მარადონას 8 შვილი დარჩა, რომელიც მას სხვადასხვა წლებში ექვსმა ქალმა გაუჩინა. ოფიციალური ინფორმაციით კი მას 4 შვილი ჰყავს აღიარებული. მსოფლიო მედია წერს, რომ მემკვიდრეებს შორის ქონების გადანაწილებაზე ახლა ნამდვილი ბრძოლა წავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button