მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოში

მსოფლიოში ფერადკანიანთა სოლიდარობის აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციებს ევროპის ქვეყნებსა და ავსტრალიაში ათასობით ადამიანი შეუერთდა, მექსიკაში კი, მომიტინგეები შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. აქცია არეულობით დასრულდა.

დემონსტრანტებმა დიპლომატიური მისიის შენობას ქვები და ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლეს. ნიღბიანი აქტივისტების ნაწილმა დაარბია მაღაზიები და შენობები, დაწვეს რამდენიმე მანქანაც. აქციის მონაწილეები გასულ თვეს, პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასაც აპროტესტებდნენ. ხალხის უკმაყოფილების ჩასახშობად, მექსიკის ხელისუფლებამ, მომხდართან დაკავშირებით, სამი სამართალდამცველი დააკავა.

რასიზმისა და სამართალდამცველთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა კანადაშიც.

ოტავაში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიიღო. საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართულ აქციაზე ჯასტინ ტრუდო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მივიდა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა საჯარო დაჩოქებით სამჯერ გამოხატა. ამ ჟესტის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ჯასტინ ტრუდოს მადლობა გადაუხადეს. საპროტესტო მსვლელობა შეერთებული შტატების საელჩოსთან დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button