რატომ არ ყიდიან მეუფეები მანქანებს?
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბა გიგიბერიამ ქადაგებისას განმარტა, თუ რატომ არ ყიდიან მეუფეები მანქანებს.
„დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჟურნალისტს, თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ბევრად მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ყველაზე მდიდარ მღვდელს საქართველოში, თუ არსებობს ასეთი.
“და რატომ ხდება იმ გაჭირვებული მღვდლის თუნდაც მწირი საქმიანობა სასაყვედურო და ამ გაზულუქებული ადამიანების ცხოვრების წესი ე.ი კარგია, რატომ მევალება მე დაპურება ყველა გაჭირვებული ადამიანის ამ ქვეყანაში და რატომ არ ევალება იმათ? სად წერია ეს, გამაგებინეთ.
“ან რას ვაკლებთ ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ ხალხს. კი ბატონო, გავყიდი მანქანას და დავურიგებ ათას კაცს ერთ დღეს პურს, მეორე დღეს ვინ დაურიგებს?
“გაყიდის მეორე ეპისკოპოსი მანქანას, დაურიგებს კიდევ ათას კაცს. მესამე, მეხუთე, კაი ერთი წელი.. მეორე წელს ვინ იზამს ამ საქმეს? ხომ აღარ გვექნება ჩვენ მეტი მანქანა გასაყიდი? ამას არ ჯობია, შესაძლებლობების შეერთება, საქმის კეთება და ერთად ვიზურნოთ, ვიდრე ერთმანეთს ვაყვედროთ: შენ მეტს აჭმევ და მე ნაკლებს, ან პირიქით.” – ამბობს მეუფე საბა.
„რასაც ვშოულობ, აქ მომაქვს, აქედან არაფერი არ მიმაქვს და არასდროს არაფერს არ წავიღებ.” – განაცხადა ქადაგებისას ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ.
მეუფე ამბობს, რომ დადგა დრო, მიხედოს თავის თავს და საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც ეს ექიმმა ურჩია.
„იმდენს ვაჭმევ, რამდენიც შემიძლია და მე ვთქვი, სამწუხაროდ, არ შემიძლია ჩემს ეპარქიაში ყველა ადამიანის მატერიალური დავაკმაყოფილო. იმიტომ, რომ არა ვარ მე ღმერთი და ამიტომ არ შემიძლია. კაცი ვარ, ადამიანი ვარ, ეპისკოპოსი ვარ და შეზღუდული ვარ.
“რასაც ვშოულობ, აქ მომაქვს, აქედან არაფერი არ მიმაქვს და არასდროს არაფერს არ წავიღებ. 25 წელია მომაქვს. კი არ ვაყვედრი ვინმეს, მაგრამ მე რას მაყვედრით, რატომ არ მაცლით ან საქმეს ან ცხოვრებას საერთოდ?
იქნებ, დადგა დრო, მეც, როგორც ადამიანმა, როგორც მირჩია ექიმმა, ჩემს თავს მივხედო და ჩემს ჯანმრთელობას და არ ვიარო მუდმივად ბეწვის ხიდზე.” – ამბობს მეუფე საბა.