მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
რეგიონებიდან ავტოკოლონები უკვე დაიძრა

“არავის მივცემთ უფლებას მოგვიკლას პრეზიდენტი და დაატყვევოს ქვეყანა” – აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ავტოკოლონები უკვე დაიძრა
სამეგრელოდან ავტოკოლონები უკვე გავიდნენ.
“ფეხს არ მოვიცვლით რუსთაველიდან მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა და სასწრაფო წესით კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა”, – თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ.
ისინი თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას უერთდებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში გადაიყვანონ, ასევე, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.