მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რეგულარული ფრენების აღდგენა, შესაძლოა, გადავადდეს

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლოსთვის გადავადდეს. მისი განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას ელოდება, რომლებმაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმოსვლა უკვე განაახლეს.

„ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება ვიზიტორებისთვის, გარკვეული კატეგორიებისთვის გააუქმოს სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა.

“ველოდებით, ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფრენები რეგულარული იქნება თუ ჩარტერული, ჩვენ კი მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას გარკვეულ ქვეყანასთან, ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება. მთავარია, ეს ჩვენთვის უსაფრთხო უნდა იყოს.” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

მოისმინეთ ნათია თურნავას ხმა.

“ვაკვირდებით სიტუაციას. დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით.” – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კითხვას, 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, საკითხზე მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჯერ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, ვაკვირდებით სიტუაციას არა მარტო ჩვენთან, არამედ მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირში. დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში მიდის.” – აცხადებს მაჭავარიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button