მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ახალი ვაქცინის კლინიკური გამოცდები დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაიწყო.

ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალში, მოხალისეს პირველი ინექცია უკვე შეუყვანეს. მას შემდეგ, რაც პრეპარატის ცხოველებზე გამოცდა წარმატებულად დასრულდა, COVID-19– ის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინას 300 ადამიანს გაუკეთებენ.

გამოცდის პირველი ეტაპის შემდეგ, კვლევა ოქტომბერში, 6 ათასამდე მოხალისის მონაწილეობით გაგრძელდება.

სამეფო კოლეჯის მიერ შემუშავებული მეთოდი ვაქცინის წარმოების ახალი მიდგომაა, რომლის მიზანია იმუნური სისტემის რეაგირების გამოწვევა, COVID-19 ვირუსის განვითარების გარეშე. სამეფო კოლეჯის მკვლევარების გუნდი იმედოვნებს, რომ ვაქცინის მასიური გავრცელება დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში 2021 წლიდან დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button