მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რეგულაცია იცვლება-რა შემთხვევაში შეძლებს დამსაქმებელი დასაქმებულს ზიანი აანაზღაურებინოს

ბრალის დამტკიცების გარეშე ,ახალი რეგულაციის მიხედვით , დამსაქმებელი დასაქმებულს ხარჯს ვეღარ აანაზღაურებინებს

“ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შრომის ინსპექციი მიერ შესწავლილი ფაქტებით დადგინდა რომ სხვადასხვა ორგანიზაციაში ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე საერთო პასუხისმგებლობას იღებდა – ვალდებულები იყვნენ აენაზღაურებინათ დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი.

“კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად”, – აღნიშნავენ შრომის ინსპექციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button