კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“რუსთავი 2-ის” და “TV პირველის” ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

“რუსთავი 2-ის” და “TV პირველის” ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გაიზიარა ბრალდების პოზიცია და მიიჩნია, რომ არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდენენ, რაც მოსამართლე რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობის მუქარით, ძალადობით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე 27 პირია დაკავებული. აქედან 23 ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმაშია ბრალდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button