მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მელიტოპოლის ახალი „მერის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის ახალი „მერის“, გალინა დანილჩენკოს მიმართ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირას მელიტოპოლის საკრებულოს წევრთა ჯგუფმა წერილობითი მიმართვა გამოაქვეყნა და გენერალური პროკურორისგან დანილჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

მიმართვაში საკრებულოს წევრებმა დანილჩენკო, „ოპოზიციური ბლოკის“ წევრი, ქალაქის ხელისუფლების დათხოვნასა და მისი უფლებამოსილების „სახალხო დეპუტატების კომიტეტისთვის“ გადაცემაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა მელიტოპოლის არჩეული მერი ივან ფედოროვი დააკავეს და მის ნაცვლად ქალაქის „მერად“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ივან ფედოროვის გატაცება დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. მან დაკავებული მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button