მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რეკორდული სიცხის გამო კანადაში 130 ადამიანი დაიღუპა

რეკორდული სიცხის გამო კანადაში ბოლო დღეში 130 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილთა უმრავლესობა მოხუცები ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები არიან.

სამართალდამცავების თქმით, სიცხე ბევრ შემთხვევაში ხელშემწყობი ფაქტორია. სიცხის გამო ქალაქ ვანკუვერში 65 ადამიანი გარდაიცვალა, ბურნაბის გარეუბანში, სულ მცირე 34, ხოლო სურეს რაიონში კი 38.

სამშაბათს კანადაში, ზედიზედ მესამედ, სოფელ ლიტონში 49 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.

ამასთან, რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს ჰაერის ტემპერატურა შეერთებული შტატების ქალაქებში: პორტლენდსა და სიეტლში.

ცნობისთვის, კანადაში მიმდინარე კვირამდე, ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.

მსგავსი პოსტები

Back to top button