მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კალიფორნიაში ტყის მასივი იწვის

კალიფორნიაში ძლიერი ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 5 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. პარალელურად მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, 8 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი უკვე დატოვა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ჩაქრობას 800 მეხანძრე ცდილობს, თუმცა მდგომარეობას ძლიერი ქარი და ჰაერის დაბალი ტენიანობა ართულებს.

ცნობისთვის, ცეცხლი რამდენიმე დღის წინ ელვის დროს გაჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button