მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯანმო-მ ჩინეთი მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთი მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა.

“ვულოცავთ ჩინელ ხალხს ქვეყნის მალარიისგან გათავისუფლებას. მათ წარმატებას ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართული და მუდმივი მოქმედების შემდეგ მიაღწიეს,” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

1940-იან წლებში ჩინეთში ყოველწლიურად მალარიის დაახლოებით 30 მილიონი შემთხვევა დასტურდებოდა. შემდეგ კი, მთავრობის მუშაობის შედეგად, შემთხვევებმა თანდათან კლება დაიწყო და 1990-იან წლებში შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად 117 000-მდე, დაღუპულთა რაოდენობა კი 95%-ით შემცირდა.  ჩინეთმა ჯანმო-ს 2020 წელს მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე წლის მაისში ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ იმისთვის, რომ შეეფასებინათ, უსაფრთხო იყო თუ არა ჩინეთისთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

ცნობისთვის, ჩინეთი მე-40 ქვეყანა გახდა, რომელიც მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button