2016 წელს ჟურნალ GQ Australia-სთვის შიშვლად გადაღებული ფოტოების ინტერნეტში გავრცელების გამო რეპერმა იგი აზალეამ Instagram-სა და Twitter-ში საკუთარი პროფილები წაშალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით მან სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, თითქოს მიღალატეს, შემარცხვინეს. არა მხოლოდ ფოტოების გავრცელების გამო, არამედ ადამიანების რეაქციის გამო. ძალიან ბევრი კაცის კომენტარი ჩემს სხეულთან დაკავშირებულ ფანტაზიებს შეიცავს, რამაც ძალიან გამაბრაზა. ამისგან უბრალოდ გული მერევა“, – წერს ავსტრალიელი მომღერალი.
იგი აზალეას სკანდალური ფოტოები ფორუმ Reddit-ზე გავრცელდა.
წყარო: popmusic.ge