მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ევა ლომთაძე: ლაგოდეხი ბოლშევიკური მეთოდებით იმართება

გახარიას გუნდის წევრის, სალომე ღონღაძის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ევა ლომთაძე. ლომთაძე პროცესს პოლიტიკურ დევნას და რეპრესიებს უწოდებს.

„რა გეშველებათ, ხელისუფლებავ…როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა, მუნიციპალიტეტი ბოლშევიკური მეთოდებით, ვინც თქვენთან არაა, თქვენი მტერია! დამაჯერებელი არგუმენტები მაინც მოგეძებნათ ქადაგიშვილ-მაჭარაშვილ-გეგეჩკორის დავალების შესასრულებლად…ვერ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა?!

არ გიქმნით უხერხულობას, რომ ადამიანი, რომელიც აქამდე რომ თქვენი გუნდის წევრი იყო, ახლა ასე უნდა გაუსწორდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სიებში თუ მაჟორიტარ კანდიდატებად ადგილი შეინარჩუნოთ!

ძალიან სასაცილოები და საბრალოები ხართ, რა გეშველებათ…არაფერი არ მიკვირს თქვენი…მე იმათი მიკვირს, ვინც მომავალ არჩევნებში თქვენს გვერდით, რომ აპირებს ყოფნას და ,,ბრძოლას,,..

..მართლა სათამაშო თოჯინები ხართ…ჰო, არ დაიწყოთ ფიცი-მტკიცი…ჩვეულებრივი რეპრესიებია და ოცდაათიან წლებში რომ გეცხოვრათ, წარმომიდგენია, თითოეული თქვენგანი რა სცენარებშიც მიიღებდით მონაწილეობას…პარტიები წავლენ და წამოვლენ…თქვენ იკითხეთ, თქვენ, თუ სად შეიძლება გადიოდეს ადამიანობის ღირსების ზღვარი!“-წერს სოციალურ ქსელში ევა ლომთაძე.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, სალომე ღონღაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დღეს განიხილავს. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button