ჰაკერებმა Google Pixel-ის სმარტფონი 60 წამში გატეხეს [Video]

სეულში, PwnFest 2016-ის ფესტივალზე, ჰაკერებმა სმარტფონ Google Pixel-ის 60 წუთში გატეხვის დემონსტრირება მოახდინეს. როგორც გაირკვა, გაჯეტის პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ დაუცველი აღმოჩნდა. ინფორმაციას The Register ავრცელებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დაუცველობისა და პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების გამოვლენა იყო. აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ პროგრამისტებს აცნობეს, რომლებმაც აღნიშნული პრობლემა მოკლე ხანში უნდა მოაგვარონ.

ჰაკერებმა, რომლებმაც სმარტფონ Google Pixel-ის ხარვეზები აღმოაჩინეს, ჯილდოდ $120 ათასი მიიღეს. როგორც გაირკვა, მათ სმარტფონის პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა მავნე კოდის გამოყენებით გატეხეს. მათი თქმით, Google-სმარტფონებში აღნიშნული ხარვეზი პროგრამისტებმა გაჯეტის შემუშავების დროს დაუშვეს.

ჰაკერებმა განაცხადეს, რომ Google Pixel-ის დაცვის გვერდის ავლა საკმაოდ იოლი პროცედურაა – საკმარისია, სმარტფონზე საგანგებო შინაარსის შეტყობინების გაგზავნა. ამის შემდეგ კი მოწყობილობის მართვა დისტანციურად შეიძლება, რაც მფლობელის მონაცემთა ბაზაზე თავისუფალი წვდომის საშუალებას იძლევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button