“რესპუბლიკელების“ ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარე მხარს “ოცნების” კანდიდატს უჭერს

“რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ლაგოდეხში ნოდარ დარეჯანაშვილი მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატს უჭერს.

განცხადება სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთთან” თავად დარეჯანაშვილმა გააკეთა. ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია პარტიის ადმინისტრაციასთან და პირადად დავით უსუფაშვილთანაც შეთახმებულია. უფრო მეტიც, ამბობს რომ “ოცნების” კანდიდატს სხვებიც უჭერენ მხარს.

თუმცა აქვე მიუთითებს, რომ “თუ მისი ეს გადაწყვეტილება ვინმესთვის მიუღებელი იქნება, მზად არის რესპუბლუკური პარტიაც დატოვოს”.

ნოდარ დარეჯანაშვილი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” ხელმძღვანელიც არის.

ნოდარ დარეჯანაშვილი_ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button