იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს 12 მოსამართლე უვადოდ დღეს დანიშნა.

კენჭი იმ 12 მოსამართლეს უყარეს, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურება.

აღნიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება 25 ოქტომბერს გაიმართა.
გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელი მოსამართლეები დანიშნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ:

ნატალია ნაზღაიძე – 2013 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2005-2013 წლებში – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2013 წელს, 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო, თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა ამავე წელს გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. ნატალია ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო.

გიორგი მიროტაძე – 2015 წლის დეკემბრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2013-2015 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მივლინებით გაუშვეს.

ხათუნა ხომერიკი – 2013 წლის ნოემბრიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 3-წლიანი ვადით დანიშვნამდე, უკვე 10-წლიანი ვადით იყო დანიშნული ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.
მურთაზ მეშველიანი – 2013 წლის ნოემბრიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე (2013 წელს) 10-წლიანი ვადით იყო დანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 2005 წლიდან კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა.

მურთაზ მეშველიანი – 2013 წლის ნოემბრიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე (2013 წელს) 10-წლიანი ვადით იყო დანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 2005 წლიდან კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა.

ნანა ჭიჭილეიშვილი – 2013 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში; 2013-2015 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ასრულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/161 გადაწყვეტილებით, 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გაამწესეს.

ლევან მიქაბერიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2013-2016 წლებში.

გოჩა ფუტკარაძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2013 წლის ნოემბრიდან.

ციცინო კიკვაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 2013 წლის ნოემბრიდან.

ნინო შარაძე – პრეზიდენტის 2003 წლის ბრძანებით, დაინიშნა თბილისის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის N295 ბრძანებით, მიენიჭა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

გერმანე დადეშქელიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2013 წლიდან.

მერაბ ღვინიაშვილი – სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 2013 წლიდან. 2014-2015 წლებში მივლინებული იყო და უფლებამოსილებას ასრულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნანა ჯანხოთელი – ცაგერის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 2013 წლის ნოემბრიდან.

უვადოდ დაინიშნა რამდენიმე გახმაურებული საქმის მოსამართლე, მათ შორის მეორე ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის საკითხზე მხარი საბჭოს 14-ვე წევრმა დაუჭირა. ასევე უვადოდ დაინიშნა გორის რაიონულ სასამართლოში გერმანე დადეშქელიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლე იყო.

მოსამართლეები, რომელიც უვადოდ დაინიშნენ, თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button