გიორგი მღებრიშვილი- ,,არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება”

არჩევნებამდე 2 დღით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

შინგანა საქმეთა მინისტრის განუცხადებით , სამინისტრო მობილიზებულია და არეულობები და ინციდენტები დაშვებული არ იქნება. მღებრიშვილი პირობას დებს, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და მოსახლეობას ექნება საშუალება მშვიდ გარემოში გამოხატოს საკუთარი არჩევანი.

“თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს არჩევნების პირველი ტურის მშვიდ ვითარებაში გამართვა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განონაკლიისს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში. მოქალაქეებს ექნებათ საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება. შსს მობილიზებულია და არ დავუშვებთ არანაირ არეულობას”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button