მნიშვნელოვანისიახლეები

„რესპუბლიკის მოედნიდან“ „ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის ეზოდან წამოსული მარშის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის

„რესპუბლიკის მოედნიდან“ „ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს.

„ჩვენი ძალა ევროპაშია! ჩვენი ძალა ერთობაშია!“, – აცხადებენ აქ შეკრებილები.

აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობენ: „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია!”. ასევე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მათი განცხადებით, საქართველოს განვითარების პერსპექტივა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და დასავლური ინტეგრაციის პირობებში.

ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს იდეისა და გადაწყვეტილებების გარშემო გაერთიანება სჭირდება.
„ქვეყანას იდეის გარშემო გაერთიანება და გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანება სჭირდება. ჩვენმა ქვეყანამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, ეს ევროპული არჩევანია, რომელიც ეროვნულ არჩევანს ნიშნავს. რატომ ევროპა? რადგან ალტერნატივა რუსეთი, ირანი და ჩინეთია. მინდა ასევე პოლიტპატიმრებს შევეხმიანო და მხნეობა ვუსურვო მათ, გამძლეობისა და გმირობისთვის, რომელსაც ისინი თავისუფლების გამო იხდიან.
დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება, გაერთიანება და ჩვენ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, მარჯანიშვილის მოედანზე, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები, წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან ევროპის დღესთან დაკავშირებით. ისინი ევროპის მოედნამდე მსვლელობით გადაინაცვლებენ.

სტუდენტების, ხელოვანების, სამოქალაქო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების გარდა, პარლამენტთან პოლიტიკოსებიც იკრიბებიან – საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სოფო ჯაფარიძეც დგას, რომელიც დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ დღეს ევროპული მომავლის მცველებმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა დაანახონ, რომ ე.წ. ხელისუფლება და ქართველი ხალხი სხვადასხვა მხარეს დგას.
ხედავთ, გარშემო სამედიცინო სფეროს რამდენი წარმომადგენელია. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის, ევროპული მომავლის, თავისუფლების სადარაჯოზე ვდგავართ. დღეს არის ევროპის დღე, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ხმა ავიმაღლოთ და მთელ მსოფლიოს ვანახოთ, სად დგას ქართველი ხალხი, როგორი ერთგული არის ქართველი ხალხი ევროპული, დასავლური კურსის მიმართ. დღეს კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ ქართველი ხალხი და ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს დგას”. – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

საქართველოს იზოლირებულად და რუსეთთან მარტოდ დატოვება უდიდესი დანაშაული იქნება, ეს ნათლად უნდა გვესმოდეს, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„გილოცავთ ევროპის დღეს! საქართველო და ევროპა განუყოფელნი არიან. ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მშვიდობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლოს ვართ ევროპასთან.
საქართველოს იზოლირებულად და რუსეთთან მარტოდ დატოვება უდიდესი დანაშაული იქნება. ეს ნათლად უნდა გვესმოდეს”, – წერს ზურაბიშვილი.

დღეს, საქართველოში კეთილდღეობა შექმნილია მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ჯგუფისთვის, სწორედ ეს უნდა შევცვალოთ,- ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ევროპის გარდა, საქართველოს სხვა გეოპოლიტიკური გზა არ გააჩნია.
,,დღეს არის ევროპის დღე. ევროპა არის საშუალება გვქონდეს მშვიდობა და კეთილდღეობა ყველას. ევროპის ქვეყნებს ომი არ ჰქონიათ და უმუშევრობის მაქსიმუმი არის 5 პროცენტი. საქართველოში 650 ათასი ადამიანი ეძებს სამსახურს. ჩვენ შეგვიძლია კულტურულად ისე განვითარდეთ როგორც გვინდა და აქ ყველას შევუქმნათ კეთილდღეობა. დღეს, საქართველოში კეთილდღეობა შექმნილია მხოლოდ ,,ქართული ოცნების” ჯგუფისთვის, სწორედ ეს უნდა შევცვალოთ. ევროპის გარდა, საქართველოს სხვა გეოპოლიტიკური გზა არ გააჩნია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„რესპუბლიკის მოედნიდან“ წამოსულ მარშს მარჯვენა სანაპიროსთან შეუერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. 19:00 საათზე კი ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება.

მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და ა.შ.

ასევე აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები, რომლებზეც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სახელები და გვარებია აღნიშნული.

როგორც კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, დღევანდელი მსვლელობა და ევროპის მოედანზე გამართული აქცია, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.

„დღეს, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისთვის. მარტივი მოცემულობა გაახმოვანა ევროკავშირის ელჩმა, თქვა, რომ “ქართული ოცნების” ანტიევროპული და ანტიქართული გადაწყვეტილებების გამო შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი კი არ განახლდება, ვიდრე ხელისუფლება ევროპულად არ მოიქცევა. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროევროპული ხელისუფლებით, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ ეს შანსი, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას გულისხმობს, საქართველომ ხელიდან გაუშვა, ნიშნავს ათწლეულობით გადავადებულ ევროინტეგრაციას”,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის ეზოდან წამოსული მარშის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად გადაადგილდებოდნენ და ცდილობდნენ, მათი გადაადგილება გარკვეული პერიმეტრის ფარგლებში უზრუნველყოთ.

დაპირისპირება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მარშის მონაწილეებს მსვლელობის დროს გზაზე დიდი ბანერის გაშლა უნდოდათ, რაც გზის მოზრდილი პერიმეტრის დაკავებას მოითხოვდა, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.

„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“, „ეთერი ხალხს, ეთერი ჩაგრულებს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – სკანდირებენ მარშის მონაწილეები.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” მარში ევროპის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას აწყობს და ევროპის მოედნისკენ მიემართება.

პარალელურად, დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან რამდენიმე მარში ერთდროულად მიმდინარეობს, რომლებიც, საბოლოოდ, ევროპის მოედანზე ერთმანეთს შეუერთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button