სიახლეები
რესპუბლიკური საავადმყოფო მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს მიიღებს
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, 20 ოქტომბრიდან, მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, საავადმყოფო ისევ კოვიდცენტრად გადაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მომაცემებით, ქვეყანაში 18663 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდაცვლილია 143 პაციენტი.