რესტორან “ბაბილოსთან” მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით და შეძახილების ფონზე ტოვებენ

რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
მოსამართლეების ნაწილი ღონისძიებას ოლიგარქის პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე ტოვებს. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც მათ შეძახილებით აცილებენ.
ერთ-ერთი მოსამართლის მისამართით ისროდნენ კვერცხებს. ადგილზე ისმის შეძახილები: “მონა, მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები”.
ასევე, წყალს ასხამდნენ. ამასთან, ადგილზე აღნიშნულ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც მას “უნამუსო” უწოდა.
ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. “ბაბილოსთან” მოქალაქეები აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის პატიმრების დედებიც. მათ თან აქვთ დაკავებულების ფოტოები.
ერთ-ერთი მოსამართლე კი ტერიტორიის დატოვებას ავტობუსის საშუალებით შეეცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მძღოლს მოუწოდეს, არ აეშვა ის სატრანსპორტო საშუალებაში, რის შემდეგაც ავტობუსმა ტერიტორია დატოვა. მოსამართლემ კი რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა.
მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ – დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან” გამოსულ ერთ-ერთ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
როგორც ნიკა მელიამ განმარტა, წარსულს ჩაბარდება აღნიშნული მოსამართლეების საქმიანობა.
“ერთ-ერთი ცნობილი მოსამართლე გამოვიდა, ჯალათი მოსამართლე. ის საზოგადოებაში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. ნაწამები ადამიანები მიჰყავდათ მათთან სასამართლოში და არც კი ეკითხებოდნენ როგორ აღმოჩნდა ყველა უსასტიკესად ნაცემი. დავალებას ასრულებენ. მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ. არ გამოუვათ, ხალხი სამართალს ითხოვს. დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა. წარსულს ჩაბარდება მათი საქმიანობა”, – აღნიშნა მელიამ.
ამ წუთებში, რესტორან “ბაბილოში” მოსამართლეთა ნაწილი კვლავ რჩება, პარალელურად კი აქცია მიმდინარეობს და საპროტესტო შეძახილები ისმის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ოლიგარქის რეჟიმმა მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო მეტი საპოლიციო ძალები მიიყვანა. ჟურნალისტებმა მოსამართლეებთან გასაუბრება სცადეს, თუმცა რესტორნის დატოვებისას მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოსამართლეების ნაწილი ბაბილოში კვლავ რჩება. მათ კი, ვინც გასვლას ცდილობს, ტერიტორიის დატოვებაში პოლიციელები ეხმარებიან.
მოსამართლეები რესტორან ბაბილოში დღის მეორე ნახევარში შეიკრიბნენ. იქ იმყფოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძეც.