მნიშვნელოვანისიახლეები

„სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს-რესტორან "ბაბილოში" ოლიგარქის მოსამართლეები იკრიბებიან

„სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ქართული პოლიცია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება და არა ქვეყანას.

“სტიკერის გამო დააკავეს ადამიანები, სადაც შეურაცხმყოფელი არაფერი ეწერა, მხოლოდ მოწოდება იყო გაფიცვისკენ. როგორც ჩანს, გაფიცვის ძალიან ეშინია “ქართულ ოცნებას”, ამას ვერ გაუძლებენ და ჩამოშლის არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ისინი მშვიდობიან პროტესტანტებს ემუქრებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს”, – აღნიშნეს შეკრებილებმა.

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. მოსამართლეებს რესტორანში სანქცირებული ლევან მურუსიძე ეგებება.

აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით ფონზე აცილებენ.

“[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებულები. აღარც ის მჯერა, რომ საკუთარი შვილები უყვართ, დედას, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს, ის სხვის შვილსაც ითვალისწინებს. ახლა რა აჯილდოებენ? ანუ კარგად შეასრულეს დავალება და დღეს ქეიფობენ. ჩვენი შვილები გარეთ იქნებიან, მათმა შვილებმა იკითხონ, როგორ სახელს დაუტოვებენ შვილებს, თორემ ჩემი შვილი ჩემითაც ამაყობს, მე კიდევ ჩემი შვილით. დღეს ყველა მშობელი უსამართლოდ დაპატიმრებული რუსული რეჟიმის ტყვეების მშობელი, ყველა ამაყობს თავისი შვილით. 21-ე საუკუნეში პატრიოტიზმი ისჯება. ამას მივაღწიეთ? ეს გვინდოდა?”, – განაცხადა დეკემბერში დაკავებული, ნიკა კაციას დედამ, მარინე აფციაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button