რიანა მერვე ალბომის პრეზენტაციისთვის ემზადება

Riana-newalboumდღეს რიანამ საკუთარი რიგით მე-8 ალბომის “ქავერ” ფოტო გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ალბომის სახელი დღემდე ცნობილი იყო, როგორც “NR8”, თუმცა თავად მომღერლის ინიციატივით მისი სახელი ოფიციალურად შეიცვალა.

“Anti”- ასეთი სახელწოდება ექნება ალბომს, რომელსაც რიანას გულშემატკივრები უკვე რამდენიმე თვეა ელიან.

როგორც თვითონ პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, ეს არ იქნება ალბომი, რომელსაც ხალხი ელოდება, ეს იქნება ახალი რიანა, სრულიად განსხვავებული ტიპის სიმღერებითა და სტილით.

მომღერალმა ისიც აღნიშნა, რომ “Anti”-ს გარეკანი საუკეთესოა მის წინამორბედებს შორის. “Anti”-ს გამოშვების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button