რიოში ოლიმპიური სოფლიდან მორჩენილ პროდუქტებს ღარიბებს დაურიგებენ

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, სადაც ამჟამად XXXI ოლიმპიური თამაშები ტარდება, ხელმოკლე მოსახლეობისთვის რესტორანი გაიხსნა, სადაც ღარიბი ადამიანები საკვებს უფასოდ მიიღებენ. საზკვების ობიექტი იმ პროდუქტების ნამატით მომარაგდება, რომელსაც სპორტსმენები ვერ აითვისებენ, – იუწყება ბრაზილიული ინტერნეტ-პორტალი UOL.

ყოველდღიურად რესტორანში 108 ადამიანი ისადილებს. პროექტის ინიციატორმა, დავიდ ჰერცმა განაცხადა, რომ ოლიმპიურ სოფელში ყოველდღე 120 სატვირთო მანქანა სურსათი მიაქვთ, აქედან 20 ნამატია, რომელსაც სპორტსმენები ვერ ითვისებენ და ოლიმპიადის ორგანიზატორები იძულებულნი არიან, რათა აღნიშნული პროდუქტები დაწვან.

ჰერცის თქმით, მის კუთვნილ რესტორანში ღარიბების გამოკვებვა უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ოლიმპიურ სოფელში. ოლიმპიადისთვის ხარისხიანი კერძების მოსამზადებლად მთელი მსოფლიოდან 45 შეფ-მზარეული მიიწვიეს. ერთ-ერთმა მათგანმა, იტალიელმა მასიმო ბოტურმა, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა – Restaurant-მა დედამიწაზე საუკეთესო მზარეულად გამოაცხადა, დავიდ ჰერცის რესტორანში დაიწყო მუშაობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button