მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მერია 2 ოთახის სარემონტოდ 22 696 ლარს დახარჯავს

ორი ოთახის გასარემონტებლად თელავის მუნიციპალიტეტის მერია, 22.696 ლარის დახარჯვას აპირებს.
შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და წინადადებების მიღება დაწყებულია.

სატენდერო პირობების თანახმად პრეტენდენტს, არანაკლებ 45 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ოთახები, რომლის გარემონტებასაც მერია გეგმავს, შენობის პირველ სართულზეა განთავსებული და მათი ფუნქცია, ჯერჯერობით გარკვეული არ არის. მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, რა განთავსდება გარემონტებულ ფართობზე, რემონტის შემდეგ გადაწყდება.

” ჯერჯერობით არ ვიცით, რა ფუნქციას შეასრულებს ეს ოთახები, რემონტის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამდენი ხარჯი იმიტომ სჭირდება, რომ პირველ სართულზე განთავსებული იყო სასადილო, ამის გამო ოთახებში, ნესტი და უსიამოვნო სუნია შემორჩენილი, ბევრ რამეს სხვაგვარი რეაბილიტაცია სჭირდება”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

იმ ფონზე, როცა მერია ჯერ კიდევ უფუნქციო ოთახების სარემონტო სამუშაოებში , საბიუჯეტო თანხების დახარჯვას აპირებს, თელავში დაზიანებული ტროტუარების რეაბილიტაციისა და საპარკინგე ადგილების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი, ორჯერ ჩაიშალა.

რემონტისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ივნისს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button