რობოტ-შპიონის „სიკვდილმა“ მაიმუნები დაამწუხრა [Video]

BBC-იმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მაიმუნებთან შეგზავნილმა რობოტ-შპიონმა მათზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა.

აღნიშნული ეპიზოდი გადაცემა Spy in the Wild-ში გამოაქვეყნეს.
ვიდეოზე ასახულია მომენტი, როცა მაიმუნ-ლანგურებს მანქანა შეუსახლეს.

თავდაპირველად ლანგურები რობოტს უნდობლობით შეხვდნენ, მაგრამ მოგვიანებით მანქანას შეეჩვივნენ და მასთან ურთიერთობა დაამყარეს.
როცა რობოტი ხის ტოტიდან ჩამოვარდა, პრიმატებმა იფიქრეს, რომ იგი მოკვდა და გლოვა დაიწყეს.

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე კამერამ დააფიქსირა. ერთ-ერთი მათგანი რობოტის თვალში იყო დამონტაჟებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button