მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

როგორ აფასებენ ნიკა მელიას ვიზიტს ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვაშინგტონში დღეს ამერიკელ სენატორებს შეხვდებიან. მანამდე ისინი ატლანტიკურ საბჭოში იმყოფებოდნენ, საბჭოს ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, ასევე, არჩევნებისთვის ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საბჭოს მკვლევარმა დანიელ ფრიდმა ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა.

“ნიკა მელიას აქამდე არ შევხვედრივარ, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია მქონდა, რადგან ის დაკავებული იყო და პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ნიკა მელიამ არ ისაუბრა ერთპარტიული მმართველობის სტილში, ნაციონალური მოძრაობის მიერ ქართული ოცნების ჩანაცვლებაზე, არამედ მას უფრო ფართო, ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკური მიდგომა აქვს.

შეხვედრისას მას არ დაუხარჯავს დრო ოპონენტებზე თავდასხმაზე, მან ძალზედ კონსტრუქციული და დემოკრატიული დღის წესრიგი გაგვაცნო. კარგია, როცა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს შეუძლია, ჩამოვიდეს ვაშინგტონში და ისაუბროს ისე, როგორც დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს ეკადრება, თუნდაც დემოკრატიული პრობლემების მქონე ქვეყნიდან”, – თქვა ფრიდმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button