BMW-მ ფუტურისტული მოტოციკლი წარმოადგინა [Photo/video]

BMW-ს მოტოციკლურმა ქვედანაყოფმა კონცეპტუალური ელექტრობაიკი, BMW Motorrad Vision Next 100 წარმოადგინა, რომელიც გერმანული ავტომარკის დაარსების მე-100 წლისთავს მიეძღვნა.

მოტოციკლის პრეზენტაცია სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) შედგა, – ინფორმაციას ვებპორტალი Arstechnica ავრცელებს.

ახალმა კონცეპტმა ფუტურისტული დიზაინი ისეთი ელემენტების ჩართვით მიიღო , რომელიც BMW R 32-ს – 1923 წელს გამოშვებულ BMW-ს პირველ მოტოციკლს ახასიათებდა.

სიახლეს ფართო ბორბლები და ელეგანტური მქრალი შავი ფერის ჩარჩო გააჩნია, რაც მართვის პროცესს ამარტივებს და კონსტრუქციას თვითბალანსირების საშუალებას აძლევს. კონცეპტ-ბაიკის წაქცევა შეუძლებელია და მას ვერტიკალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად დამატებითი სადგარი არ სჭირდება.

აღნიშნული მახასიათებლების წყალობით ბაიკის პილოტს დამცავი ჩაფხუტიც აღარ დასჭირდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44174″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button