მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
„როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს“ – ადამ კინზიგერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იან კელის შემდეგ, კონგრესმენი ადამ კინზიგერიც სიცრუეში ამხელს. იგი Twitter-ის საშუალებით აქვეყნებს პოსტს, სადაც წერია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ხშირად იყვნენ კრიტიკულები და ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება შეთანხმებას არღვევს.
“ეს სრულიად სიცრუეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს საქართველოს მთავრობა კი აშკარად არღვევს შეთანხმებას”- წერს კინზიგერი.
ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ 2012 წლამდე მას მსგავსი კრიტიკა არ მოუსმენია.
ასევე „ტყუილი“ უწოდა ღარიბაშვილის განცხადებას, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.