მნიშვნელოვანისიახლეები

როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში-პრემიერი

,,თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან, ეს არის მათი ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო,,-კალაძე

ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერაა სიძულვილისა და ზიზღის კამპანიების წარმოება.

“ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყანაში. ეს არის პრინციპული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბერს და ასევე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ესენი არიან ფაშისტები, მათთვის არანაირი წითელი ხაზი, არანაირი ზღვარი არ არსებობს. რასაც ეტყვიან და დაავალებენ – თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან, ეს არის მათი ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ წინასაარჩევნოდ სიძულვილის კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ესეც არ არის სიახლე, განსაკუთრებით, როდესაც არჩევნები ახლოვდება, აქტიურდება. წყალტუბოს „ქეისსაც“ თავი დავანებოთ, მარტივი მაგალითი ავიღოთ, „სირცხვილია“, რომელიც დარეგისტრირდა. ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს თავიანთი თანაგუნდელები. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები, მათთვის არანაირი წითელი ხაზი, არანაირი ზღვარი არ არსებობს. რასაც ეტყვიან და დაავალებენ, თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან, ეს არის მათი ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო, ყველას აჩვენებს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს, ის, სადაც იმყოფებიან ზოგი არასამთავრობო სექტორში, ზოგი ოპოზიციაში, აჩვენებს ხალხს, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button