მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტს 11 ოქტომბერს შეხვდება

რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
ვატიკანის ცნობით, რომის პაპ ფრანცისკესა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა პარასკევს, 11 ოქტომბერს გაიმართება.
„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისაც შეხვდება.
ზელენსკი დღეს ხორვატიაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ მესამე სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. სავარაუდოა, რომ უკრაინის პირველი პირი იტალიაში სწორედ ხორვატიიდან ჩაფრინდება.
უკანასკნელად მათი შეხვედრა 2023 წლის დეკემბერში ვატიკანაში შედგა.