მესამე დღე – კახეთში აქციები გრძელდება (ჩართვა)

“რთველი 2015”-ის მესამე დღე გურჯაანში ისევ აქციით დაიწყო.

მოთხოვნა უცვლელია – კახელები ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფომ საფერავი – ლარნახევარად, რქაწითელი კი ლარად უნდა ჩაიბაროს.

აქციის წევრები ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.

მათ აინტერესებთ, ხელისუფლებამ ყურძნის ჩაბარების ფასი რა კრიტერიუმებით დაადგინა.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მევენახეები მასშტაბურ პროტესტს გეგმავენ.

ამ დრომდე აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია.

საპროტესტო აქციიდან პირდაპირ ეთერში გიორგი ალადაშვილი გვერთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button