სტიქია ლაგოდეხში
წუხელ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზიანა.
გადახდილია საცხოვრებელი სახლების სახურავები და დაზიანებულია ელექტროსადენები . სეტყვამ მოსახლეობის სახნავ-სათესი სავარგულებიც გაანადგურა . როგორც რადიო „ჰერეთს” ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, განსაკუთრებული ზარალი სოფლებს: დავითიანს, ნინიგორს , ცოდნისკარს , გელათს და გურგენიანს მიადგა. ჯამბურიას განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია ზარალის ოდენობა, ადგილობრივი თვითმმართველობა სტიქის შედეგებს ითვილს.
კახა ჯამბურია -ხმა