მნიშვნელოვანირეგიონი

რწმუნებულის ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოიხმარეს

რწმუნებულის ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოიხმარეს-TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საქართველოში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს გაწეული ხარჯები შეისწავლა, რამაც ჯამურად 5,567,583 ლარი შეადგინა.

კვლევის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,397,668 ლარი შეადგინა, რაც საერთო ხარჯების 80 პროცენტია, ამავე დროს 100,517 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (4,297,151 ლარი).

ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 211,210 ლარი გაიცა, რაც 145,290 ლარით მეტია 2020 წელს გაცემული პრემია/დანამატის (65,290 ლარი) ოდენობაზე.

ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 98 ავტომობილი, (მათ შორის 13 გაუმართავი/ამორტიზებული), რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 273,432 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 602,937 ლარი დახარჯეს 230,692 ლიტრი საწვავის შესასყიდად. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 45,066 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 113,883 ლარი.

კვლვევის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა და ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (275 დასაქმებული) შედარებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button