მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა, მძიმეა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა.

მოზარდი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების განმარტებით, მას თავის მძიმე ტრავმები აქვს მიღებული და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
მედიკოსებს ჯერჯერობით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი საჯარო სკოლის მოსწავლესა და პედაგოგს დაეჯახა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გარდაცვალებით დასრულებულ, ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button