მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.

„ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

„არავინ არაფერი არ შემეკითხოთ და არც დამირეკოთ“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტში დაიღუპნენ.

თავდასხმის დროს დაღუპულები:

ავთო რურუა

რომეო ფიჩხაია

რომეო კვარაცხელია

ბადრი მარკელია

მერაბ ალადაშვილი.

მათი ვინაობა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ასევე,თავდასხმის დროს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button