მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა უკრაინაში უკვე 486 ბავშვი მოკლეს- ომში ოკუპანტების 212 760 ჯარისკაცი მოკვდა

8 ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 486 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 009 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 464

ხარკოვის ოლქში – 283

კიევის ოლქში – 128

ჩერნიგოვის ოლქში – 70

ლუგანსკის ოლქში – 67

ნიკოლაევის ოლქში – 89

ხერსონის ოლქში – 105

ზაპოროჟიეს ოლქში – 91

დნეპროპეტროვსკის ოლქი – 80.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 4 ბავშვი.

“7 ივნისს, დაახლოებით 19:45 საათზე… [რუსების] თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთელი ოჯახი – ბაბუა, მისი შვილი და 4 წლის შვილიშვილი. 3, 4, 9 და 13 წლის [ბავშვებმა] სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს” – წერია განცხადებაში

რუსული თავდასხმის შედეგად 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 8 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით – 212 760
​ტანკი – 3 891
ჯავშანტექნიკა – 7 576
საარტილერიო სისტემა – 3 668
სარაკეტო სისტემა – 595
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 355
თვითმფრინავები – 314
ვერტმფრენი – 299
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 234
საკრუიზო რაკეტები – 1 171
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 384
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 500.

მსგავსი პოსტები

Back to top button