მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

რუსეთ-სომხეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის საკითხზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საკითხი განიხილეს, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხარის სერიოზული დანაკარგი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. ბრძოლები ორმხრივი დანაკარგის ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button