მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე გამშვებ პუნქტზე კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ

“რუსეთი და აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ” – აცხადებს რუსეთის მარიონეტი, “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია და იმედოვნებს, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ აღარ იქნება.

მისივე თქმით, გადაწყდა მდინარე ფსოუსზე არსებული ძველი საცალფეხო ხიდის გამოყენება, რომელზეც ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრების გადაკვეთას. მაგრამ დროთა განმავლობაში, მე ველოდები, რომ ურთიერთობები იქამდე მივა, რომ არ იქნება გამშვები პუნქტი. იქნება საზღვარი, მაგრამ საგუშაგო საბოლოოდ ზედმეტი გახდება“, – ამბობს ბჟანია კრემლის მედია “რია ნოვოსტისთან”.

მსგავსი პოსტები

Back to top button