მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, არის საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების “ზღურბლთან” ვართ“, – ამის შესახებ დეპუტატმა ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაცაა „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია თქვას, როდის იქნება ეს გადაწყვეტილებები და რა თანმიმდევრობით, წერს TASS-ი
დღეს ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. კალაშნიკოვი დუმაში დსთ-ს, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეა. კალაშნიკოვის თქმით, მისთვის რთული შესაფასებელია, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილებები და რა თანმიმდევრობით.
ფორუმზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩიც გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა 2022 წელს, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16%-ს გადააჭარბა.

ვოლვაჩმა განაცხადა, რომ იგეგმება საქართველოში რუსეთის სტანდარტების შესაბამისი ღვინის სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნა, „რაც პერსონალის სწავლებისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინის მეორადი სერტიფიცირების აღმოფხვრის საშუალებას მისცემს“.

ვოლვაჩის თქმით, მეორე ინიციატივაა, მიდგომის ჩამოყალიბება „რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სიიდან საქართველოდან იმპორტირებული კონიაკის სპირტის გამორიცხვის ამოცანისადმი“.
რუსეთის დუმის დეპუტატის, კალაშნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე ოფიციალურ ჩინოვნიკებს არ შეხვედრია, თუმცა შეხვდა პოლიტიკოსებს, მათ შორის ყოფილ დეპუტატებს და ამ საკითხის მოგვარებით ყველა მათგანი დაინტერესებულია. ის არ ასახელებს, კონკრეტულად ვის ესაუბრა ამ საკითხზე.

“ჩემი სურვილია, რომ ფრენები ხვალვე აღდგეს, მქონდა შეხვედრები რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ვერ დაგისახელებთ მათ, მაგრამ ეს საკითხი ყველა შეხვედრაზე წამოვწიე და ვთქვი, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის დრო აღდგა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ქართველების რიცხვს რუსეთში და ასევე, რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ასევე, ვთქვი, რომ უნდა მივუახლოვდეთ ვიზების გაუქმებასაც, მაგრამ გასაგებია, რომ ორივე საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა უწყების კომპეტენციაშია. მაგრამ პოლიტიკურ ზეწოლას ჩვენი მხრიდან დიდი წონა აქვს. როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით.

საქართველო მხრიდან ოფიციალურ ჩინოვნიკებს არ შევხვედრივარ, მაგრამ მქონდა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მათ შორის, ყოფილ დეპუტატებთან, არ დავასახელებ მათ ვინაობას. მესმის, რომ გაინტერესებთ, გინდათ, ეს დაწეროთ მედიაში, რომ შემდეგ მათზე ზეწოლა მოხდეს, მაგრამ ამ ადამიანებს დარტყმის ქვეშ არ დავაყენებ. გეტყვით, რომ შევხვდი პოლიტიკოსებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. ამას დამტკიცებაც არ სჭირდება. რუსები ხომ დადიან საქართველოში ვიზების გარეშე, უცნაური იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა ქართველებისთვის ვიზების გაუქმებაზე. დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად ვართ ამ საკითხის მოგვარების ზღვარზე”, – განაცხადა მან.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების სწრაფად აღდგენის იმედი გამოთქვა. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლების წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობა ექნება რუსეთთან, თუმცა აღნიშნა, რომ პოზიცია ევროკავშირთან თანხვედრაში უნდა იყოს.

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button