მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას განაახლებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით რუსეთმა გადაწყვიტა განაახლოს მონაწილეობა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში, ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მონაწილეობით და თურქეთის დახმარებით რუსეთმა უკრაინისგან მიიღო წერილობითი გარანტიები, რომ მარცვლეულის დერეფანი სამხედრო ოპერაციებისთვის არ გამოიყებდა.

“რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და ის განაახლებს შეთანხმების შესრულებას – უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივა შეჩერებული იყო სევასტოპოლში ტერაქტის შემდეგ”, – დაწერა უწყებამ. – დაწერა უწყებამ.

ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მოსვალის ექსპორტისთვის მარცვლეულის დერეფანი ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, შუა დღისთვის ამოქმედდა. მისი თქმით, ჰუმანიტარული დერეფანის მუშაობის განახლების თაობაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს აცნობა.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

30 ოქტომბერს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ რუსეთის გარეშე შეათანხმეს ჰუმანიტარული დერეფნით 16 გემის გადაადგილების გეგმა. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, გემების ნაწილმა შეძლო უკრაინის პორტების დატოვება.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
30 ოქტომბერს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ რუსეთის გარეშე შეათანხმეს ჰუმანიტარული დერეფნით 16 გემის გადაადგილების გეგმა. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, გემების ნაწილმა შეძლო უკრაინის პორტების დატოვება. 1 ნოემბერს, საღამოს გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ 2 ნოემბერს დერეფანი არ იმუშავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button