რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებით, მესამედ მოატყუეს რადგან კრემლის პირობები არ სრულდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს აუცილებელია, საუბარი ეხებოდეს იმ პრინციპებს, რომლებსაც ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა დაეფუძნოს. აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა თურქეთში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა აპრილის ბოლოს ნიუ იორკში ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შესაძლო შეხვედრას.
ლავროვის თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება უნიპოლარულ სამყაროს, რომელსაც ერთი ჰეგემონი მეთაურობს.
„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, რუსეთის შეშფოთების გათვალისწინებას. ამიტომ, როდესაც ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტი, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ცდილობს, გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ, მოდით, ახლა რუსეთი სწორად დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ეს გახლავთ იმ სიტუაციის სიმპტომი, რომელიც შეიქმნა აშშ-ის მიერ გატარებული ხაზის შედეგად, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის სრული ჰეგემონიის დამკვიდრებისკენ. საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, რა პრინციპებს დაეფუძნოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას გვჭირდება, ნაცვლად უნიპოლარულისა, ერთი ჰეგემონის მსოფლიო წესრიგისა“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს ამერიკის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს შეხვდეს.
“ჩვენ არასდროს უარვყოფთ სერიოზულ შემოთავაზებებს მოლაპარაკებების შესახებ,” – თქვა ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს, ვასილი ნებენზიას გაჟღერებული პოზიცია, რომ თუ შეხვედრის შეთავაზება იქნება, რუსეთი მას განიხილავს, უცვლელია.
“რაც შეეხება ბლინკენთან ნიუ-იორკში შეხვედრის წინადადებას, მან [ვასილი ნებენზიამ] ტყუილად არ თქვა ეს. მან თქვა, რომ თუ ასეთი მოთხოვნა იქნება, ჩვენ განვიხილავთ მას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ასეთ სიტუაციებში, რომ ჩვენ არასდროს უარვყოფთ მოლაპარაკებების სერიოზულ შეთავაზებას. ჩვენი პოზიცია უცვლელია,” – ამბობს ლავროვი.
მანამდე, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებზიანამ, თქვა, რომ რუსული მხარე მზად არის მსგავსი მოლაპარაკებების განსახორციელებლად 24-25 აპრილს ლავროვის დაგეგმილი ვიზიტის დროს, გაეროს შტაბ-ბინაში, თუ ამის სურვილს ამერიკაც გამოთქვამს
როგორც ცნობილია, თურქეთში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება იყო. მოსკოვის შეფასებით, ეს შეთანხმება არ სრულდება.
„შემდგომში თუ არ იქნება არანაირი წინსვლა რუსული სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტზე არსებული დაბრკოლებების მოხსნის კუთხით, მაშინ ჩვენ დავფიქრდებით, საჭიროა თუ არა საერთოდ ეს შეთანხმება“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებით, მესამედ მოატყუეს.
ლავროვი ამტკიცებს, რომ შეთანხმებაში რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის, რომელიც მარტში მესამე ვადით გაგრძელდა, რუსეთის პირობები არ სრულდება.
“რუსული პროდუქციის დაფინანსების, ლოჯისტიკის, ტრანსპორტირების, დაზღვევის, ექსპორტის გზაზე დაბრკოლებები რჩება და კიდევ უფრო გამკაცრდება”, – თქვა ლავროვმა
მისივე თქმით, თუ რუსული სასუქებისა და მარცვლეულის ექსპორტში შემდგომი პროგრესი არ იქნება, დადგება კითხვა, საჭიროა თუ არა ეს გარიგება საერთოდ.