მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს

2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში

ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, – განაცხადა ბჟანიამ.

თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას ბჟანიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არსებობს.
ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სადგური კი – არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში. ბჟანიას თქმით, ჟენევის დისკუსიების ფორმატში განხილული სხვა საკითხების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს.
„ურთიერთობა ხდება ერთი მიმართულებით – ეკონომიკის კუთხით, ენგურჰესი. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ სადგურზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა.
ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.
„ჩვენს საზეიმო ღონისძიებაზე (30 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ომში გამარჯვების 30 წლისთავი აღნიშნეს. რედ.) ჩვენთან მცირე სარაკეტო ხომალდი შემოვიდა, ვიყავით ბორტზე – ძალიან თანამედროვე გემია, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივმოქმედი განთავსების პუნქტი“,- თქვა ბჟანიამ.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატისტები“ არიან.

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამ საკითხს ვაფიქსირებთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანია ამბობს, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას უთმობს შეიარაღებულ ძალებს და აფხაზეთის ტერიტორიების და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი იქ დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია“.

ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება.

2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში. ქალაქის გარდა, რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ანექსირებულ სევასტოპოლშია განთავსებული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.არეტხელ გახდა თავდასხმის სამიზნე.

სააგენტო Reuters.-ი წერს, რომ როდესაც 2009 წელს ოჩამჩირაში რუსული ბაზის შესახებ საუბარი გაჩნდა, ნატო შეშფოთებული იყო. გამოცემის თანახმად ოჩამჩირაში, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა საზღვაო ბაზა იყო განთავსებული, რუსული ბაზის ხელახლა გავთავსების შესახებ ცნობები, შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი ერთი მხრივ სევალტოპოლის ალტერნატივას ეძებს და ასევე ცდილობს გააფართოვის თავის სამხედრო ყოფნას თურქეთის სიახლოევს შავი ზღვის სანაპიროზე.

გაზეთმა Wall Street Journal-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი ანექსირებული ყირიმში მთავარი ბაზიდან გაიყვანა.

ოთხშაბათს ბჟანიასთან შეხვედრაზე პუტინს არაფერი უთქვამს საზღვაო ბაზის შესახებ. თუმცა ბჟანიამ განაცხადა, რომ მას სურს მონაწილეობა მიიღოს „რუსული მხარის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველო ერთგულია „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.“

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც”.

მსგავსი პოსტები

Back to top button