მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი უკრაინისგან კვლავაც დიდ დანაკარგს განიცდის-ნატოს გენერალურმა მდივანი

რუსეთში მოქალაქეები უვადო მობილიზაციის წინააღმდეგ გამოდიან

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა 27 ნოემბერს, რომ რუსეთი უკრაინისგან კვლავაც დიდ დანაკარგს განიცდის მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ვერ ახერხებს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას.
„ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ მათ გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ამის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზი არ დაძრულა, უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკლისი მიეყენებინათ,“- თქვა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ამის შესახებ განაცხადა მას მერე, რაც უკრაინის მაღალი რანგის გენერალმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომი „ჩიხში“ შევიდა.
AFP-თვის ბრიუსელში მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ალიანსის გენერალური მდივანი თვლის, რომ „პუტინმა ვერ მიაღწია უკრაინაში იმას, რაც სურდა“. „უკრაინაში ომი დიდი სტრატეგიული შეცდომა და პუტინის მარცხია, -“ თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, არ ისურვა იმაზე საუბარი, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი თუ დაუთმობს რუსეთს მის მიერ დაპყრობილი თავის ტერიტორიების ნაწილს. უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობების მიღება შეუძლია, ხოლო ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და ეს არის სწორედ ის, რასაც ვაკეთებთ, განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთ უკრაინის ომს მოსკოვში გამოსვლებით ხვდენიან და რუსეთში მოქალაქეები უვადო მობილიზაციის წინააღმდეგ გამოდიან. მობილიზებულების სახლებში დაბრუნების მოთხოვნით, ოჯახის წევრები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე „გზა სახლისკენ“ გამოქვეყნებულ მანიფესტშია ნათქვამი.

„ჩვენ გვახსოვს, როგორ დადო პრეზიდენტმა პირობა, რომ რეზერვისტებს არ გაიწვევდნენ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი მოხალისეები ასრულებენ. შემდეგ კი, ჩვენი საყვარელი ადამიანები წაიყვანეს უკრაინაში. დაპირებები რეალურად ცრუ აღმოჩნდა. ბევრი არასდროს დაბრუნდება. მობილიზაცია საშინელი შეცდომა აღმოჩნდა. ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი კანონმორჩილებისთვის. უმრავლესობისთვის სტაბილურობის შირმისთვის ჩვენი კაცები სისხლით იხდიან, ჩვენ კი – ჯანმრთელობით და ცრემლებით“, – ნათქვამია მიმართვაში.

„რამდენად აბსურდულია ყველაფერი, რაც ახლა ხდება. 2024 წელი პრეზიდენტმა ოჯახის წლად გამოაცხადა. ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები მამების გარეშე იზრდებიან, ბევრი კი, ობლად დარჩა. სატანისტი, კაციჭამია კი, რომელმაც პირველი პატიმრობის შემდეგ რეციდივი ჩაიდინა, თავისუფლდება ნახევარ წელში მას შემდეგ, რაც სერიოზული მკვლელობები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე გამოისყიდა“, – წერენ მობილიზებულთა ოჯახის წევრები.

ამასთან, მანიფესტში წერია: „როგორც ჩანს, ჩვენს სამშობლოს ათავისუფლებენ საზოგადოების ნაღებისთვის: მანიაკებისთვის, ლოთებისთვის, მიგრანტებისთვის, უზომოდ მდიდარი ჩინოსნებისთვის და მათი შვილებისთვის (რატომ არ არიან ისინი სანგრებში?). უარყოფითი სელექცია მოქმედებაში“.

მსგავსი პოსტები

Back to top button