მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აღარ არის-ენმ-ში დაპირისპირებები გრძელდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ მრავალთვიანი მცდელობის მიუხედავად, ყოფილი თავმჯდომარე პარტიას არ დაუბრუნდა და არც მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს იზიარებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მელია “პარტიის დაზიანების კამპანიას” აგრძელებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.

“ენმ-მ”, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.

მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ხაბეიშვილმა კვირას მედიის ეთერში განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, – განაცხადა მან.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, კითხვაზე, „თქვენ გარიცხეთ? გაუშვით“, პასუხად ხაბეიშვილმა თქვა: „თქვენ თუ კონკრეტული საბუთი გაინტერესებთ, მოგვწერეთ, იურიდიულად თუ გინდათ, და გიპასუხებთ, და საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი და არ წარმოადგენს პარტიას“.

„მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, – თქვა ხაბეიშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი: “რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე” გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.

ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად

პარტიული მანიფესტის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს “პარტიის გარეთ”. მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ “არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს”.

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.

ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და “ვინც წასვლას აპირებენ – წავლენ, თუ დარჩებიან”, რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: “თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.
გუშინ ამ საკითხზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმამედიასთან ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას”. ხაბეიშვილის თქმით, თუ მელია მორჩება ენმ-ის “დისკრედიტაციას, მზად იქნება მასთან სათანამშრომლოდ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button