ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – დაშავდა 28 ადამიანი

28 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ერთმანეთს ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე შეეჯახა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, 28 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული და მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
მინისტრის თქმით, სავარაუდოდ სამ დაშავებულს ოპერაციას ჩაუტარებენ. ზაალ მიქელაძე, რომელიც ქობულეთში იმყოფება ამბობს, რომ კლინიკებში სრული მობილიზაციაა.
ინფორმაციის წყარო