მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს

ომის 261-ე დღე უკრაინაში

უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს, 11 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, რუსეთის არმიამ მიკოლაევის ორ საცხოვრებელ უბანს რაკეტა ესროლა. განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ორ რაიონში მოხდა.
დაბომბვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად განადგურდა.
ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სხვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სუპერმარკეტი, ელექტროგადამცემი ხაზები, საცალო ვაჭრობის ობიექტები და კერძო მანქანები.

„მეორე რაიონში დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საწარმოების სამრეწველო ფართები და საწყობები, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის ძალებმა მიკოელავზე სარაკეტო იერიში გვიან ღამით მიიტანეს.
პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, დაბომბვა განხორციელდა S-300 ტიპის რაკეტებით.

უწყების ცნობით, გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ნიკოლაევში, საცხოვრებელ სახლზე რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უწოდა „ტერორისტი სახელმწიფოს ცინიკური პასუხი“ ფრონტზე უკრაინის წარმატებებზე.

ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა სარაკეტო დარტყმის ადგილზე გადაღებული ვიდეო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის.
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო შეტევა წუხელ განხორციელდა. დანგრეულია ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნიკოლაევზე შეტევის შესახებ რაიმე ცნობა ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ქალაქი ნიკოლაევი მდებარეობს უკრაინის სამხრეთში, სადაც თავდაცვის ძალები კონტრშეტევას აწარმოებენ რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button